weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ნეიმარი პელეს შემდეგ 10 საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელში ვერ მოხვდა

10:06 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იმ 10 საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც ლეგენდარული პელეს შემდეგ გამოჩნდნენ.

პრესტიჟულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა გამოკითხვა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბრაზილიურმა ჟურნალმა Placar-მა ნეიმარი პელეს შემდეგ საუკეთესო ბრაზილიელად დაასახელა.

გამოკითხვაში 27 წლის ვარსკვლავი მე-11 ადგილზე აღმოჩნდა, ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. რონალდო
  2. რონალდინიო
  3. რომარიო
  4. ზიკო
  5. რივალდო
  6. სოკრატესი
  7. კაკა
  8. სხვა
  9. ფალკაო
  10. კარეკა

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და 96 მატჩში 60 გოლი აქვს გატანილი, რაც ბრაზილიის მდიდარი წარსული მქონე ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]