weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლივერპული vs ბაიერნი: მასპინძლებს 3 ძირითადი მცველი ეკლდებათ

10:48 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა შედგება. „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს, ლიონში კი „ოლიმპიკი“ კატალონიურ „ბარსელონას“ დაუხვდება.

იურგენ კლოპის გუნდს დაცვის ხაზში უჭირს. დისკვალიფიცირებულია დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დაიკი, ხოლო დეიან ლოვრენი და ჯო გომესი „ბაიერნთან“ მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ. ამრიგად, „ლივერპულს“ დაცვის ცენტრში მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი - კამერუნელი ჟოლ მატიპი ეყოლება. ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ მერსისაიდელთა დაცვის ცენტრში ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო ითამაშებს.

პრობლემები არის „რეკორდმაისტერშიც“. მიუნხენურ გრანდს „ენფილდ როუდზე“ ტრავმის გამო არიენ რობენი, კორენტინ ტოლისო და კინგსლი კომანი არ ეყოლება, თომას მიულერს კი დისკვალიფიკაცია აქვს.

რაც შეეხება, ლიონი-ბარსელონას, ფრანგული კლუბი წაუგებელი სერიის გაგრძელებას სახელოვან მეტოქესთან ეცდება. მოგეხსენებათ, ლიონელებმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს - ექვსი მატჩიდან 1 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს, თუმცა არწაგება რთული იქნება გუნდის უპირობო ლიდერ ნაბილ ფეკირის გარეშე, თანაც გაცილებით ძლიერ „ბარსასთან“, რომელსაც მხოლოდ სათადარიგო ფეხბურთელები აკლია ტრავმების გამო.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]