weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

საქართველო ხორვატიასთან ითამაშებს

10:00 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 hits 886

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 19 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ მატჩის ჩატარების თარიღია ცნობილი, ხოლო მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით დაზუსტდება. ხორვატიამდე „ჯვაროსნები“ კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს სექტემბერში გამართავენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.

საქართველო და ხორვატია აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის თბილისური მატჩი ქართველებმა ლევან კობიაშვილის გოლით მოიგეს, ხოლო სპლიტში მასპინძლებმა მარიო მანჯუკიჩისა და ნიკოლა კალინიჩის გვიანი გოლებით 2:1 იმარჯვეს, საქართველოს ნაკრები ჯაბა კანკავას გოლით მე-17 წუთიდან იგებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]