weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ცხინვალის“ ფეხბურთელები თურქეთში ქურდობისთვის დააკავეს

09:57 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი ანტალიის პროვინციაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ ანტალიის მახლობლად, პატარა საკურორტო ქალაქ ბელექში შეკრებაზე იმყოფება.

„ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელი სპორტული ატრიბუტიკის მაღაზიაში შევიდა. როგორც შემდგომ კონსულტატმა აღმოაჩინა, მაღაზიას სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, შორტები და 9 მსგავსი საქონელი აკლდა.

დადგინდა, რომ ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა, ხოლო ეჭვმიტანილთა ამოცნობა კამერის საშუალებით მოხერხდა, ასევე დაფიქსირდა ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

ხუთი ეჭვმიტანილი - კახა კ., პაპუნა მ., დათა ს., გიორგი ბ. და გურამ მ., ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]