weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

საქართველო საბერძნეთში დამარცხდა და შანსი დაკარგა

10:23 პარასკევი, 22 თებერვალი 2019 hits 498

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში მასპინძლებთან წააგო (69:81) და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

ის, რომ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო პირველობაზე გასვლის უმცირესი შანსი ჰქონდათ, თამაშამდეც ცნობილი იყო. სიტუაცია მცირედით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰერაკლიონში მიმდინარე მატჩის პარალელურად ესტონელთა მიერ სერბეთის სენსაციური ძლევის შესახებ გახდა ცნობილი. ამას საქართველოს ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცა, თუმცა შემადგენლობაში არსებული უდიდესი დანაკლისის ფონზე წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი იყო.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები შესამჩნევად მხოლოდ ერთ კომპონენტში დაიჩაგრა და თამაშის ბედიც ამან გადაწყვიტა. მეტოქე პერიმეტრიდან უმოწყალოდ „ბომბავდა“ ქართველებს, რასაც სტუმრები საპასუხოდ ვერაფერს უხერხებდნენ. ბერძნებს ყველაფერი გამოსდიოდათ და საბოლოოდ, 13 სამქულიანი გამოიყენეს. ამასთან, მინიმუმ თითო შორეული ტყორცნის ჩაგდება ერთბაშად შვიდმა ბერძენმა მოახერხა.

ილიას ზუროსის გუნდში საუკეთესო მალაგის „უნიკახას“ ცენტრი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელიც ნამდვილი კაპიტანივით გაისარჯა: თითქმის შეუცვლელად, 38 წუთი ითამაშა და 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

სამწუხაროდ, აღარაფერი შველის საქართველოს ნაკრებს, თუმცა ქართველი კალათბურთელები უმოტივაციოდ მაინც არ არიან. საქმე ის გახლავთ, რომ შემდეგ შეხვედრაში ესტონეთის ძლევით საქართველო ქვეჯგუფში გარანტირებულ მე-4 ადგილს დაიკავებს, რაც 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის კენჭისყრისას უკეთეს განთესვას განაპირობებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]