weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ქართველები ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

11:13 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ევროპა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობას 16 ევროპული საფეხბურთო კლუბი აგრძელებს, მათ შორის კი აღარაა ისეთი გუნდები, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის.

„ციურიხი“, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ლევან ხარაბაძე ირიცხება, საშინაო მარცხის (1:3) შემდეგ სტუმრად ნეაპოლშიც დამარცხდა „ნაპოლისთან“ – 0:2. პირველი მატჩისგან განსხვავებით, საპასუხო შეხვედრაში 19 წლის ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა.

დამარცხდა დონეცკის „შახტარიც“, რომლის შემადგენლობაშიც კვლავ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა, ცენტრალურმა მცველა დავით ხოჭოლავამ. უკრაინულმა კლუბმა სტუმრად ფრანკფურტში „აინტრახტთან“ 1:4 დათმო შეხვედრა. ლუკა იოვიჩისა და სებასტიან ალერის გოლებით პირველ ტაიმში დაწინაურებულ მასპინძლებს საპასუხო გოლი მორაესმა გაუტანა, თუმცა მატჩის მიწურულს იმავე ალერმა და ანტე რებიჩმა კიდევ ორი გოლით დასაჯეს დონეცკელი „მეშახტეები“ და მერვედფინალში თავად გავიდნენ.

ევროპა ლიგის მერვედფინალური შეხვედრები 7 და 14 მარტს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]