weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩაკვეტაძის სახელი იტალიურ გუნდს დაუკავშირეს

11:42 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ამჯერად გენუის „სამპდორიას“ დაუკავშირეს. გავრცელებული ცნობით, იტალიური კლუბი ბოლო დროს ბელგიურ ბაზარზე წარმატებით მუშაობს და ზაფხულში „გენტის“ ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის შეძენას ეცდება.

როგორც იტალიური მედია წერს, ქართველი ტალანტი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო „გენტში“ ჩემპიონატისა და სათასო შეხვედრებში 5 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. SportMediaset-ის სტატიაში ნახსენებია, რომ ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა და „სამპდორიას“ გარდა მას რომაული გუნდები - „ლაციო“ და „რომაც“ აქტიურად აკვირდებიან.

„სამპდორიამ“, რომელიც იტალიის მიმდინარე ოცგუნდიან ჩემპიონატში ამჟამად მე-10 ადგილზეა, ბოლოს ბელგიური კლუბებიდან ბელგიელი დენის პრატი და გამბიელი ომარ კოლი შეიძინა, შესაბამისად - „ანდერლეხტიდან“ და „გენკიდან“.

 

ამ თემაზე:

გიორგი ჩაკვეტაძით „ბარსელონა“ დაინტერესდა

ჩაკვეტაძისადმი ინტერესს „ტოტენჰემი“ და „რომაც“ იჩენენ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]