weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გერმანიის ნაკრები ფინალში გავიდა

10:09 პარასკევი, 30 ივნისი 2017

კონფედერაციათა თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გადახალისებული შემადგენლობით დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა მექსიკას სოლიდური ანგარიშით სძლია და ტურნირის ფინალში იოლად გავიდა.

სოჭის ოლიმპიურ სტადიონ „ფიშტზე“ იოახიმ ლიოვის გუნდი ორი სწრაფი გოლით დაწინაურდა: მე-6 და მე-8 წუთებზე „შალკეში“ მოთამაშე ლეონ გორეცკამ დუბლი შეასრულა და მიმდინარე ტურნირზე პირად აქტივში სამი გოლი დაიგროვა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე იონას ჰექტორის პასით  „ლაიპციგელმა“ ტიმო ვერნერმა სხვაობა სამამდე გაზარდა და თანაგუნდელ გორეცკას მსგავსად ჯამში მესამე გოლი მიითვალა. მექსიკელები ბევრს ცდილობდნენ ანგარიში შეემცირებინათ და ინტრიგა დაებრუნებინათ, აქტიურად შემოვიდა მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტის“ წევრი მარკო ფაბიანი, რომელმაც რამდენიმე რეალური მცდელობის შემდეგ უკანასკნელ წუთზე ულამაზესი ყუმბარისებური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ბუნდესნაკრებმა“ კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც ასევე შეცვლაზე შესული „აიაქსელი“ ამინ იუნესის გოლით დასრულდა.

ამრიგად, 2017 წლის კონფედერაციათა თასის ფინალში 2 ივლისს ერთმანეთს ჩილე და გერმანია შეხვდებიან, იმავე დღეს ფინალამდე კი პორტუგალია და მექსიკა მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]