weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე ქართული გუნდი დამარცხდა

10:28 პარასკევი, 30 ივნისი 2017

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებში სამივე ქართულმა საფეხბურთო კლუბმა მარცხი განიცადა.

საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისში ავსტრიულ „რაინდორფ ალტახს“ უმასპინძლა და სწრაფი გოლით დამარცხდა. მატჩის ბედი მე-4 წუთზე კამერუნელი ლუი ნგვატ-მაოპის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა ჩინებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს. გოლის შემდეგ შეხვედრის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში სტუმართა კართან რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა და დამსახურებულად დამარცხდა.

შინ იგივე ანგარიშით წააგო ბათუმის „დინამომაც“, რომელიც ბიალისტოკის „იაგელონიას“ ქუთაისში მასპინძლობდა. მე-15 წუთზე დანიშნული პენალტი ბათუმელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა მოიგერია, თუმცა პოლონური კლუბის ირლანდიელმა ფორვარდმა კილიან შერიდანმა მეორე ტაიმის სტარტზე შეცდომა გამოისწორა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

სტუმრად სლოვაკეთში განადგურდა ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც მასპინძელ „ტრენჩინთან“ გიორგი გურულის გოლით მე-10 წუთზე დაწინაურდა, თუმცა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა, მეორეში კი - სამი და დიდი სხვაობით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ კარში მეხუთე გოლი სლოვაკური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ გაიტანა.

ქართული კლუბები საპასუხო შეხვედრებს 6 ივლისს გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]