weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

14:50 კვირა, 24 თებერვალი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlun Fight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე 70 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ჰოლანდიელ მარუან ტოტუჰს სძლია.

დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

„ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ დავით ქირიამ.

დავით ქირიას სულ 52 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 35 გამარჯვება (16 ნოკ-აუტით) და 17 მარცხი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]