weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა

12:18 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი 2 მატჩი წააგო და ტურნირზე ვერ გავიდა, FIBA-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და 354.0 ქულით 26-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს წინ პოლონეთია, უახლოესი მდევარი კი ირანი გახლავთ. ევროპულ კლასიფიკაციაში საქართველოს ნაკრები ასევე 1 ადგილით აღზევდა და იმავე პოლონეთის კვალად მე-17 საფეხურზეა, შემდეგ კი მონტენეგრო მოდის. ცნობისთვის, პოლონეთიცა და მონტენეგროც მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.

რაც შეეეხება საუკეთესო ოცეულს, აქ ერთადერთი ცვლილებაა: რუსეთმა ავსტრალიას ადგილი გაუცვალა და მე-11 ადგილიდან ათეულში მოხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]