weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლიონელ მესიმ ქორწილი მშობლიურ ქალაქში გადაიხადა

11:01 შაბათი, 01 ივლისი 2017

ლიონელ მესის ქორწილი არგენტინაში, ფეხბურთის სუპერვარსკვლავისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიმართა.

ანტონელა როკუცოს საქორწინე კაბა ექსკლუზიურად ესპანეთში დამზადდა და ცერემონიისთვის, რომელსაც 450 პოლიციელი იცავდა, არგენტინაში პირადი თვითმფრინავით ჩაიტანეს.

250 მოწვეულ სტუმარს შორის იმყოფებოდნენ „ბარსელონას“ ლიდერის ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელები კლუბსა და ნაკრებში: ლუის სუარესი, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია, ესეკიელ ლავეცი, სამუელ ეტო’ო, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სესკ ფაბრეგასი და სხვა ცნობილი სახეები.

ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო ბავშვობის მეგობრები არიან, თუმცა მათი ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო. 30 წლის ფეხბურთელსა და მის 29 წლის მეუღლეს ორი ვაჟი ჰყავთ: 2012 წელს დაბადებული ტიაგო და 2 წლის მატეო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]