weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქალმა მშვილდოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

13:52 ორშაბათი, 04 მარტი 2019

მშვილდოსნობაში ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარდა, საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა.

ეორვნული გუნდის ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი (გუნდურში) ქრისტინე ესებუა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (გუნდურში) ხათუნა ნარიმანიძე და მისი შვილი ციკო ფუტკარაძე იცავდნენ.

ქართველმა მშვილდოსნებმა მეოთხედფინალში თურქეთს 6:2 სძლიეს, ნახევარფინალში კი მე-2 განთესვის მქონე უკრაინას 5:3 მოუგეს. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი (საიანა ცირემპილოვა, ინა სტეპანოვა, ვიქტორია ბუდაევა) იყო. შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა და მეტოქემ მხოლოდ დამატებით გადასროლაში იმარჯვა – 4:5.

ევროპის პირველობის ქალთა გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორი უკრაინა (ანასტასია პავლოვა, პოლინა როდიონოვა, ლიდია სიჩენიკოვა) გახდა, რომელმაც ბელარუსს ასევე გადასროლაში 5:4 აჯობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]