weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბეკენბაუერის აზრით დღეს ევროპაში არა სუპერკლუბი მაგრამ საუკეთესო გუნდი არსებობს

12:03 სამშაბათი, 05 მარტი 2019

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა შორის სუპერგუნდის დასახელა ვერ შეძლო, თუმცა მისი აზრით, ლიონელ მესისთან ერთად „ბარსელონა“ სხვებზე მცირედით უკეთესია.

„დღეს ევროპაში სუპერკლუბს ვერ ვხედავ. „ბარსელონა“ მესისთან ერთად საუკეთესოა, მესის გარეშე კი იგი ჩვეულებრივი გუნდია. „რეალში“ კვლავ რონალდოს შემცვლელს ეძებენ და ვერ ახერხებენ მის პოვნას. „მანჩესტერ სიტიმ“ „შალკესთან“ თამაშით ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა ვერ მოახერხა. „პსჟ“? ნეიმართან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია, მაგრამ არა ფავორიტი“, - განმარტა 73 წლის „კაიზერ ფრანცმა“ Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები დღეს და ხვალ, ასევე 12-13 მარტს გაიმართება.

დღეს დორტმუნდის „ბორუსია“ და ლონდონის „ტოტენჰემი“, ასევე „აიაქსი“ და „რეალი“ ითამაშებენ, ხვალ კი „ბაიერნი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლიონი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]