weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

10:41 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

სერბეთში მიმდინარე 23-წლამდე ევროპის პირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა და 5 წონითი კატეგორიიდან 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) მოიპოვა.

პირველი ფინალური დღის წარმატების წყალობით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 115 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე რუსეთია (77 ქულა), მესამეზე კი - თურქეთი (65).

საქართველოს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისთვის კი ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და გიორგი კურტანიძე (67 კგ) იჭიდავებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]