weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ

11:38 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

კალიფორნიის შტატში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშების მეცხრე დღეს ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეები პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში 9 მედლის მოპოვება შეძლეს.

ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ.

წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]