weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მესი ნაკრებში ბრუნდება: აკრძალვები მეტოქე გუნდს

13:01 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი ეროვნულ გუნდში რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ არ გამოჩენილა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იგი მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს, თუმცა მეტოქე გუნდს რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება მოუწევს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მაროკოელებს მთელი რიგი პირობები წაუყენა: გასაიდუმლოებული იქნება სასტუმრო, სადაც არგენტინელთა გუნდი გაჩერდება; მაროკოს ნაკრების მოთამაშეებს აეკრძალათ მესისთან ფოტოს გადაღება; მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებს არ შეეძლებათ უხეშად თამაში მესის წინააღმდეგ და ეკრძალებათ მასთან მაისურის გაცვლა.

ამხანაგური მატჩი მაროკო-არგენტინა 26 მარტს, მაროკოს დედაქალაქ რაბათში გაიმართება. იქამდე 22 მარტს, „ალბისელესტე“ მადრიდში ვენესუელას შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]