weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლიოვმა ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი ნაკრებიდან დაითხოვა

13:10 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით, მიუნხენის „ბაიერნის“ ტრიო - მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებენ.

„მინდა, მატსს, ჟერომსა და თომასს მადლობა გადავუხადო ერთად გატარებული წარმატებული და უნიკალური წლებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მათთვის პირადად ამეხსნა ყველაფერი. ახლა გერმანიის ნაკრებში სამომავლო კურსი უნდა დავიჭიროთ. გვინდა, გუნდს ახალი სახეები ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებს საკმარისი დრო მიეცემათ განვითარებისთვის“, - განუცხადა ლიოვმა გამოცემა Bild-ს.

„ბუნდესნაკრებში“ თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ერთბაშად სამი საკვანძო მოთამაშის გაშვებასთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

29 წლის თომას მიულერი და 30 წლის მატს ჰუმელსი ნაკრებში 2010 წლიდან გამოდიოდნენ, 30 წლის ჟერომ ბოატენგი კი - 2009 წლიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთში განცდილი კრახის შემდეგ გერმანიის ნაკრების რიგები ასევე დატოვა ბოლო წლებში გერმანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მესუთ ოზილმა.

გერმანიის ნაკრები 20 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო 24 მარტს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ჰოლანდიასთან სტუმრად გასამართი მატჩით დაიწყებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]