weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„ბორჯღალოსნებმა“ ქუთაისში გერმანია დაამარცხეს

10:05 ორშაბათი, 11 მარტი 2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. „ბორჯღალოსნებმა“ ამჯერად ქუთაისის სარაგბო სტადიონზე აუტსაიდერი გერმანია მოლოდინისამებრ იოლად დაამარცხეს - 52:3.

საქართველოს ნაკრები გერმანიას ისტორიაში მერვედ დაუპირისპირდა და ასპროცენტიან შედეგს ინარჩუნებს. „ბორჯღალოსნებს“ მეტოქესთან უკვე 418 ქულა აქვთ აღებული 63 ლელოთი, რაც უდიდესი უპირატესობაა.

დამაჯერებელ გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი ცუცქირიძისა და განსაკუთრებით, ოთარ გიორგაძის საოცარი თამაში. ქართველმა მესამეხაზელებმა დიდებული კონტაქტები აკეთეს და ყოველი მიძალებისას არაერთ მეტრს იგებდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და სატურნირო ცხრილში 18 ქულას დააგროვეს. მე-2 პოზიციაზე მყოფ ესპანეთს 13 ქულა აქვს, დასკვნით ტურში მათი მაქსიმუმი „ბორჯღალოსნებთან“ გათანაბრება იქნება, ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის წყალობით კი საქართველოს პირველ პოზიციას მაინც არაფერი ემუქრება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]