weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

შერმადინის 15 ქულა ქართულ დაპირისპირებაში

12:24 ორშაბათი, 11 მარტი 2019

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ბექა ბურჯანაძის „გიპუსკოა ბასკეტი“ 87:69 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელები კი შედეგიანად გაისარჯნენ.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში მალაგელებმა მეტოქეზე 24 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (22) მიხედვით კი შერმადინი მხოლოდ ბრაიან რობერტსს ჩამორჩა. ამერიკელმა ლეგიონერმა 22 ქულა და 6 პასი მიითვალა.

მატჩის დაწყებამდე გიორგი შერმადინს თებერვლის საუკეთესო მოთამაშისთვის კუთვნილი პრიზი გადასცეს, რომელიც მან „სან პაბლო ბურგოსის“ წევრ დომინიკ სუტონთან ერთად გაინაწილა. საინტერესოა, რომ იგი ლიგა ენდესას თვის კალათბურთელი უკვე მეოთხედ გახდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბექამ 27 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 11 ქულას 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. ბურჯანაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) სტუმართა რიგებში საუკეთესო გახლდათ.

„უნიკახა” 14 მოგებითა და 8 მარცხით ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 მარტს, სტუმრად, ევროლიგის მონაწილე „გრან კანარიასთან“ ჩაატარებს. 22 ტურში მხოლოდ 4 გამარჯვებით ბოლო პოზიციაზე რჩება „გიპუსკოა ბასკეტი“, რომელიც ასევე 16 მარტს „ბრეოგანს“ დაუხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]