weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზიდანი „რეალში“ დაბრუნდა

10:09 სამშაბათი, 12 მარტი 2019

მადრიდის „რეალს“ კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ზიდანმა აღნიშნულ პოსტზე შუა სეზონში დანიშნული სანტიაგო სოლარი შეცვალა და „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ლეგენდარული ფრანგის პირველი კომენტარის თანახმად, მან ფლორენტინო პერესს უარი ვერ უთხრა, სხვა გუნდის გაწვრთნა რამდენჯერმე უარყო და ბედნიერია სახლში დაბრუნებით. მისი სურვილია, „რეალი“ კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს.

როგორც ირკვევა, ზაფხულში ზიდანს ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროსაც გამოუყოფენ. ცნობილია, რომ „რეალს“ ნეიმარის, კილიან მბაპეს, ჰარი კეინის, ქრისტიან ერიკსენის, ედენ აზარისა და სხვა ფეხბურთელების შეძენა სურს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგ სპეციალისტის სახელს ტურინის „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებდნენ და წერდნენ, რომ იტალიურ გრანდთან წინასწარი კონტრაქტიც კი გაფორმებული ჰქონდა.

ზინედინ ზიდანი „რეალს“ 2016-2018 წლებში წვრთნიდა და ამ მოკლე პერიოდში გუნდს სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ორჯერ - ევროპის სუპერ თასი, თითოჯერ კი - ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი.

ზიდანმა „ბლანკოსი“ 2018 წლის 31 მაისს საკუთარი სურვილით დატოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მოკლე დროში ორი მწვრთნელის გამოცვლის გამო მალევე დაბრუნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]