weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

შვეიცარიასა და ირლანდიასთან „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ცნობილია

11:49 სამშაბათი, 12 მარტი 2019 hits 367

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრებისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

„ჯვაროსნების“ შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია - პოლონური „კორონას“ 21 წლის ქართველი ლეგიონერი ვატო არველაძე, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ტრავმის გამო ნაკრებს ვერ ეხმარება მთავარი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (უკლუბო).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ).

ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა,რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის დინამო), ლევან გეგეჭკორი, ბუდუ ზივზივაძე (ორივე - ქუთაისის ტორპედო).

წლის პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, თბილისში „დინამო არენაზე“, შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, 26 მარტს კი მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]