weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

15:33 პარასკევი, 15 მარტი 2019

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მეორე კენჭისყრა გაიმართა და 8 მონაწილე გუნდს შორის მეოთხედფინალური წყვილები გახდა ცნობილი.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA- შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა და არავითარი წესი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, რვა კლუბი პირდაპირ დააწყვილეს. წილისყრაზე ასევე გამოვლინდა ნახევარფინალური ბადე, თუ რომელ წყვილში გამარჯვებული, რომელს დაუპირისპირდება შემდეგ ეტაპზე.

კენჭისყრაზე, რომელსაც UEFA- ჩინოსანი ჯორჯო მარკეტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მეკარე ჟულიო სეზარი გაუძღვნენ, შემდეგი მეოთხედფინალური წყვილები შედგა: 

  1. აიაქსი - იუვენტუსი
  2. ტოტენჰემ ჰოტსპური - მანჩესტერ სიტი
  3. ლივერპული - პორტო
  4. მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა

ამრიგად, პირველ მეოთხედფინალურ წყვილში გასული ნახევარფინალში მეორეს შეხვდება, მესამეში გამარჯვებული კი - მეოთხეს.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 16 და 17 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებებს, პირველი შეხვედრები 30 აპრილსა და 1-ელ მაისს, ხოლო განმეორებითი მატჩები 7 და 8 მაისს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]