weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

FIFA-მ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

16:11 ორშაბათი, 18 მარტი 2019

ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ამიერიდან ყოველწლიურის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. განახლებული ტურნირი ზაფხულში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში ევროპის 8 მოწინავე გუნდი ითამაშებს, აზიიდან, აფრიკიდან, ჩრდილო-ცენტრალურ ამერიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან სამ-სამი გუნდი იქნება, ხოლო ოკეანეთიდან - ერთი.

ტურნირის მონაწილე გუნდები 8 სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან, შემდეგ ეტაპზე ბრძოლას კი რვა ჯგუფის გამარჯვებული 8 გუნდი მეოთხედფინალური პლეი-ოფებით გააგრძელებს.

პირველადი გათვლებით, საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე თითოეული კლუბი დაახლოებით 50 მილიონ დოლარს მიიღებს. საპრიზო ფონდი სატელევიზიო კონტრაქტებიდან შედგება.

აქვე გეტყვით, რომ FIFA-მ 2021 წლის ზაფხულში ყატარში გასამართი კონფედერაციათა თასის გათამაშება გააუქმა და აღნიშნული ტურნირი შემდგომშიც აღარ ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]