weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კალაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

12:51 შაბათი, 23 მარტი 2019

ინგლისის ქალაქ ლივერპულში მდებარე სტადიონ „ენფილდ როუდზე“ საფეხბურთო გრანდების - „ლივერპულისა“ და „მილანის“ ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი წევრი კახა კალაძეც ითამაშებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა იმავე გრძნობის განცდა, რასაც წლების წინ საპასუხისმგებლო თამაშების წინ განიცდიდა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას „მილანში“ წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად „ლივერპულთან“ იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იგივე შემადგენლობით, როგორც - 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლეგენდების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, მაიკლ ოუენი, კაკა, ჯემი კარაგერი და სხვები.

აღნიშნული მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]