weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჰაკუჰოს სარეკორდო ჩემპიონობა და ტოჩინოშინის დაკარგული წოდება

12:33 ორშაბათი, 25 მარტი 2019

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 15-დღიანი სუპერტურნირი ჰარი-ბაშო დასრულდა. „იმპერატორის თასი“ საგაზაფხულო ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ შემართა - მონღოლმა იოკოზუნამ სარეკორდო 42-ე ჩემპიონობა იზეიმა. სამწუხაროდ, წოდებაში დაქვეითდა ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, რომელმაც 15 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, 8 კი წააგო.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინს ბოლო ორთაბრძოლამდე ბალანსი 7/7 ჰქონდა და ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად გამარჯვება მართებდა, თუმცა ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში დააფიქსირა.

რაც შეეხება ჰაკუჰოს, „თეთრი ფენიქსის“ მეტსახელით ცნობილმა და ყველა დროის საუკეთესო სუმოტორად წოდებულმა დავააჟარგალ მიონხბატმა მორიგ აღიარებასთან ერთად კარიერაში სარეკორდო მე-15 ძენშო, ანუ პირწმინდა მოგება (15/0) დააფიქსირა.

მომდევნო სუპერტურნირი, ნაცუ-ბაშო, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 12-26 მაისს გაიმართება, მანამდე კი ტრადიციული რეიტინგი ბანძუკე გამოქვეყნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]