weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

„ჯვაროსნები“ დუბლინში ანანიძისა და ტაბიძის გარეშე ჩავიდნენ

14:00 ორშაბათი, 25 მარტი 2019 hits 607

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის დედაქალაქშია. „ჯვაროსნები“ დუბლინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრნენ. შვეიცარიასთან მატჩში მიღებული ტრავმების გამო ვლადიმირ ვაისის გუნდს არ გაჰყოლია ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე.

„უფას“ წევრ ტაბიძეს შვეიცარიელ ფაბიან შერთან შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევა აქვს, ანანიძეს კი ტერფი აწუხებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის დინამო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინის ფასტავი, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი (უკლუბო).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]