weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„რეალისა“ და „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნეები

14:57 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს თავის გუნდში ტურინის „იუვენტუსის“ ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დამატება სურს, „ბარსელონა“ კი ცენტრფორვარდს ეძებს.

პრესტიჟული იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით,  მადრიდული და ტურინული მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებას მალე დაიწყებენ. პიანიჩი, რომლის სახელსაც ადრეც უკავშირებდნენ მადრიდულ გრანდს, შესაძლოა 90 მილიონი დაუჯდეს „რეალს“.

წამყვანი ესპანური გამოცემა Marca კი იტყობინება, რომ „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანს აღარ იყიდის. გასული დღეების განმავლობაში, გრიზმანის წარმომადგენლები კატალონიურ გრანდს დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ ამ ზაფხულს, კონტრაქტში ჩაწერილი პუნქტის თანახმად, გრიზმანის შეძენა 200 მილიონი ევროს ნაცვლად, 120 მილიონად არის შესაძლებელი, თუმცა „ბარსას“ შეფებმა ფრანგი ვარსკვლავის აგენტები ცივი უარით გაისტუმრეს, რადგან ფეხბურთელს შარშან ზაფხულს შეეძლო კატალონიის დედაქალაქში გადასვლა, რა დროსაც „ბარსელონას“ უარი უთხრა და „ატლეტიკოში“ დარჩენა გადაწყვიტა, კატალონიაში კი წყენას არ ივიწყებენ.

„ბარსელონა“ ახლა ფრანკფურტის „აინტრახტის“ფორვარდ ლუკა იოვიჩზეა გადართული. 21 წლის სერბი ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]