weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

10:11 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრენინგები მიმდინარეობს.

სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე, სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სპორტის მასწავლებლებისთვის თბილისში სამდღიანი სემინარი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რეგიონის 48 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 60-მდე მასწავლებელმა, რომლებიც მიღებულ ცოდნას უკვე რეგიონის მასშტაბით მომუშავე სპორტის მასწავლებლებს გადასცემენ.

თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრენინგების მიზანია პროექტის - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ - განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]