weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჰარი კეინმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

10:23 პარასკევი, 29 მარტი 2019

ინგლისის ნაკრების კაპიტანი და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ლიდერი ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს. 25 წლის ფორვარდმა ფეხბურთში მიღწეული შედეგებისთვის მე-5 ხარისხის ჯილდო მიიღო.

ჰარი კეინს საპატიო ორდენი ბუკინგემის სასახლეში პრინცმა უილიამმა გადასცა.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეს უდიდესი პატივი და საამაყო დღეა. უღრმესი მადლობა სამწვრთნელო შტაბსა და ჩემს თანაგუნდელებს,“ - წერს კეინი „ტვიტერის“ გვერდზე.

ჰარი კეინს ინგლისის ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან ჩატარებულ 37 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გატანილი გოლით იგი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება საკლუბო დონეს, კეინი ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მეგოლა ორჯერ გახდა 2016 და 2017 წლებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]