weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რაგბის კლუბი „ყაზბეგი“ რეგიონული ლიგის გამარჯვებული გახდა

10:30 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რაგბის კლუბი „ყაზბეგი“ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გამარჯვებული გახდა. „ყაზბეგსა“ და თბილისის „დევებს“ შორის ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიში 42:42 დაფიქსირდა, გამარჯვება კი ყაზბეგელებს ლელოების სიმრავლით ერგოთ.

განმეორებითი შეხვედრა „ყაზბეგმა“ 22:29 წააგო, თუმცა გადამწყვეტი გიგა კაციტაძის ლელო გამოდგა, რამაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ყაზბეგს“ წარმატება მოუტანა.

ცნობისთვის, „ყაზბეგიცა“ და „დევებიც“ გაისად პირველ ლიგაში იასპარეზებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]