weather cur horoscope tv
აპრილი 06, 2020

შენგელია მოედანს 11 ქულით დაუბრუნდა

12:45 ორშაბათი, 01 აპრილი 2019 hits 158

თორნიკე შენგელიას სამთვიანი იძულებითი პაუზა დასრულდა. 27 წლის ქართველმა კალათბურთელმა მძიმე ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, მცირე ხნის წინ ვარჯიში განაახლა, „ბასკონიას“ ბოლო მატჩში კი მოედანზეც გამოჩნდა.

ბასკურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ესტუდიანტესი“ 104:67 გაანადგურა, შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

„თოკომოტივმა“ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს.

„ბასკონიამ“ 18 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 აპრილს, სტუმრად „მურსიასთან“ ჩაატარებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]