weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლა ლიგის 20 კლუბს შორის „რეალზე“ მეტი გოლი მხოლოდ ერთმა გაუშვა

10:16 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ პირველად წააგო. „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ვალენსიასთან“ დამარცხდა ანგარიშით 1:2.

მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 49 მატჩში 60 გოლი გაუშვეს, ეს კი „სევილიასთან“ ერთად, ლა ლიგის კლუბებს შორის მეორე ცუდი შედეგია.

სევილიელებს, „რეალის“ მსგავსად, გოლების იგივე რაოდენობა აქვთ გაშვებული, ოღონდ 52 თამაშში.

ესპანეთის ჩემპიონატის კლუბებიდან „სევილიასა“ და „რეალზე“ მეტი გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლა ლიგის ბოლოადგილოსან „უესკას“ აქვს მიღებული - ამ გუდს 32 თამაშში 61 ბურთი გაუტანეს.

პრიმერა დივიზიონის განვლილ 30 ტურში „რეალს“ 57 ქულა აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდი ამჟამად მე-3 ადგილზეა და მე-2 პოზიციაზე მყოფ „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ბარსელონას“ კი - ცამეტით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]