weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შენგელიას კლუბი პლეი-ოფში გავიდა

10:47 პარასკევი, 05 აპრილი 2019

თორნიკე შენგელიას საკალათბურთო კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოსკოვის „ცსკა“-სთან გასვლითი მატჩი 4 ქულის სხვაობით, 78:82 წააგო, თუმცა პლეი-ოფში მაინც გააღწია.

ესპანური კლუბი მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა, გადამწყვეტი მეოთხედის წინ შენგელია და მისი თანაგუნდელები 11 ქულით წინ იყვნენ (66:55), თუმცა ბოლო 10 წუთში 15 ქულით დამარცხდნენ და მოგება ხელიდან გაუშვეს.

სულ ცოტა ხნის წინ ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ქართველმა ფორვარდმა 18 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

როგორც ვახსენეთ, მარცხის მიუხედავად „ბასკონია “ევროლიგის პლეი-ოფში მაინც გავიდა, რადგან „ოლიმპია მილანმა“ „ანადოლუ ეფესთან“ წააგო.

ამრიგად, შენგელიას გუნდმა რეგულარულში მე-7 ადგილი დაიკავა და იმ 8 გუნდში მოხვდა, რომლებიც ბრძოლას აგრძელებენ. პლეი-ოფში მისი მეტოქე მოსკოვის „ცსკა“ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]