weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სტერლინგმა 550 სკოლის მოსწავლეს საფეხბურთო მატჩის ბილეთები უყიდა

11:04 პარასკევი, 05 აპრილი 2019

„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი მისაბაძი საქმეების კეთებას განაგრძობს. ამჯერად 24 წლის ფეხბურთელმა თავისი ყოფილი სკოლის 550 მოსწავლე მანჩესტერ სიტი-ბრაიტონის მატჩზე დაპატიჟა, რომელიც შაბათს, 4 აპრილს სტადიონ „უემბლიზე“ გაიმართება. სტერლინგი ტრანსპორტირების ხარჯებსაც თავად დაფარავს.

„მანჩესტერ სიტი“ და „ბრაიტონ & ჰოუვ ალბიონი“ პლანეტის უძველესი თასის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქველმოქმედება რაჰიმ სტერლინგის პირველი კეთილი საქმე არაა - მცირე ხნის წი, მან რასიზმის მსხვერპლ ბიჭუნას წერილი მისწერა, შემდეგ კი თამაშზეც დაპატიჟა, ინგლისის ნაკრებში ჩეხეთთან გატანილი მეორე გოლი კი 12 წლის ლეიკემიით გარდაცვლილ გულშემატკივარს მიუძღვნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]