weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოურინიო მოლაპარაკებას ორ იტალიურ გუნდთან აწარმოებს

12:03 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ჟოზე მოურინიომ ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც იტალიური მედია წერს, პორტუგალიელ მწვრთნელთან თანამშრომლობა მის ყოფილ კლუბ „ინტერთან“ ერთად „რომასაც“ სურს.

2018 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს. ამ პერიოდში მას სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან გერმანიაში მუშაობის სურვილზეც ისაუბრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად მოურინიო მზადაა ხელფასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები შეამციროს და 10 მილიონი ევროს ნაცვლად წელიწადში 8 მილიონს დათანნხმდეს. ჭორების თანახმად, მოურინიოს დაბრუნება „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტსა და ყოფილ კაპიტანს, ხავიერ ძანეტისაც სურს.

მოურინიოს ტელეფონით „რომას“ წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ, თუმცა მოლაპარაკება მხოლოდ ადრინდელ ეტაპზეა.

მილანის „ინტერში“ ჟოზე მოურინიო 2008-2010 წლებში, ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა. 2010 წელს მილანურ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]