weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან-პრის გამარჯვებულია

10:21 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

21 წლის ლუკა მაისურაძემ (81 კგ) თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოკამ საჩემპიონო გზაზე არაერთ სახელოვან მეტოქეს აჯობა.

მაისურაძემ ტურნირის საწყის რაუნდში ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანს იპონზე დაგდებას მხოლოდ 31 წამი მოანდომა, შემდეგ კი დამატებით დროში ვაზარით ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი მატიას კასე (ბელგია) დაამარცხა.

მაისურაძემ მერვედფინალში უკრაინელ ბოგდან ზუსკოს იპონით სძლია, მეოთხედფინალში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორსა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ანტუან ვალუა-ფორტიეს (კანადა) ასევე იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ოლიმპიურსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსან ხასან ხალმურზაევს ვაზარით მოუგო.

ლუკა მაისურაძე ძალიან აქტიური იყო ფინალშიც, სადაც დამაჯერებლად აჯობა იტალიელ კრისტიან პარლატის. ქართველმა ძიუდოკამ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი იპონზე დასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]