weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რონალდინიოს შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

10:05 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიოს ვაჟმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. 14 წლის ჟოაო მენდესი ბელო ორიზონტეს „კრუზეიროში“ ჩაირიცხა და კლუბში 19 წლის ასაკამდე დარჩება.

„გუნდმა კარი გამიღო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება აქ თამაში. ეს ჩემთვის დიდებული დღეა. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას გამოვლენილი ნდობისთვის და მადლობა ღმერთს. ‘კრუზეიროსთან’ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაზე ვოცნებობდი. მინდა, გავიტანო გოლები და მივუძღვნა გულშემატკივრებს“, - განაცხადა ჟოაო მენდესმა.

ბევრი ქომაგი და საფეხბურთო სპეციალისტი შიშობს, რომ თინეიჯერი ფეხბურთელი ვერ გაუძლებს ზეწოლას, რომლის გადალახვაც მას ლეგენდად ქცეული მამის განვლილი კარიერიდან გამომდინარე მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ თავად რონალდინიოს „კრუზეიროში“ არ უთამაშია, იგი სამშობლოში პორტო ალეგრის „გრემიოს“ (1998-2001), რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოს“ (2011-2012), ბელო ორიზონტეს „ატლეტიკო მინეიროსა“ (2012-2014) და რიო დე ჟანეიროს „ფლუმინენსეს“ (2015) ღირსებას იცავდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]