weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო

10:57 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

ქართველი ძალოსანი გოგა ჩხეიძე (67 კგ) ბათუმში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და მცირე ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.

ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა (132, 136 და 139 კგ) გამოიყენა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ახალი რეკორდის მფლობელიც გახდა, თუმცა მხოლოდ მე-4 პოზიცია ერგო. ქართველი ძალოსანი აკვრაში 165 და 169 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა და ბოლოს 173 კგ-იც რომ აეწია, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონიც გამხდარიყო, ასე კი ჯამური 308 კგ-ით მე-3 ადგილი დაიკავა.

ევროპირველობის ტრიუმფატორი ფრანგი ბერნარდინ კინგე მატამი (312 კგ) გახდა, ვერცხლს კი გერმანელი ზიმონ ბრანდჰუბერი (311 კგ) დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]