weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური შეხვედრებით განახლდება

13:02 სამშაბათი, 09 აპრილი 2019 hits 450

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება პირველი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდება. ინგლისურ დაპირისპირებაში ლონდონის „ტოტენჰემი“ განახლებულ ძველ სტადიონზე „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს, „ლივერპული“ კი ასევე საკუთარ მოედანზე „პორტოს“ დაუხვდება.

სტადიონ „უაიტ ჰარტ ლეინის“ რეკონსტრუქციის გამო „ტოტენჰემი“ აქამდე ლეგენდარულ „უემბლიზე“ ასპარეზობდა, დღეს კი ევროტურნირის ეგიდით პირველ მატჩში კარგად ნაცნობ მეტოქეს უმასპინძლებს. „მამლები“ და „სიტი“ ერთმანეთს კარგად იცნობენ. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 29 ოქტომბერს, „უემბლიზე“, რიად მაჰრეზის გოლით მანჩესტერელებმა იმარჯვეს, საპასუხო საპრემიერლიგო თამაში კი 20 აპრილს მანჩესტერში შედგება - ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალიდან სამი დღის შემდეგ.

პეპ გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ოთხი ტიტულის (ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგება ძალუძს, „ტოტენჰემი“ კი საშინაო ასპარეზზე ოთხეულში დარჩენისთვის იბრძვის.

დღევანდელ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ერიკ დაიერსა და ერიკ ლამელას მოისაკლისებს, ხოლო სერჟ ორიესა და ფერნანდო ლორენტეს თამაში ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა. ტობი ალდერვეირელდსა და ჰიუნ მინ სონს ფრთხილად თამაში მართებთ, რადგან გაფრთხილების შემთხვევაში საპასუხო მატჩი გაუცდებათ. თავის მხრივ, „სიტის“ დანაკლისი შედარებით მსუბუქია: მანჩესტერელებს სათადარიგო მეკარე კლაუდიო ბრავო და ოლექსანდრ ზინჩენკო დააკლდებათ, ხოლო სერხიო აგუეროს, ფაბიან დელფის, ბენჟამინ მენდისა და კაილ უოკერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხე აგუეროსა და ნიკოლას ოტამენდის ემუქრებათ.

„ტოტენჰემ ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს. „მანჩესტერ სიტისთვის“ კი ბოლო ოთხ სეზონში მესამე მეოთხედფინალია. „ქალაქელები“ ამ ეტაპზე შარშანაც ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდნენ, თუმცა „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.

ლივერპული-პორტოს წყვილში ფავორიტი მერსისაიდული კლუბია, თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პორტუგალიური კლუბი კარგ სეზონს ატარებს და სიურპრიზის შემოთავაზება ნამდვილად შეუძლია. ლივერპულელთა მწვღთნელმა იურგენ კლოპმა ღიადაც თქვა, რომ „პორტოსთან“ დაპირისპირება არ სურდა.

დღევანდელ შეხვედრაში „წითლებს“ ტრავმის გამო ჯო გომესი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დააკლდებათ, ხოლო ენდრიუ რობერტსონი დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ადამ ლალანას თამაშიც.

პორტუგალიურ კლუბს მექსიკელი ექტორ ერერა და ვეტერანი მცველი პეპე ჰყავს დისკვალიფიცირებული და ეს დიდი დანაკლისია, ხოლო ალექს ტელესს მცირე ტრავმა აწუხებს და ჯერ მისი საკითხი გადაწყვეტილი არაა. ედერ მილიტაოს, დანილოსა და ოტავიოს კი ფრთხილად თამაში მართებთ, რომ ყვითელი ბარათი არ მიიღონ, რაც საპასუხო შეხვედრის გამოტოვების ფასად დაუჯდებათ.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]