weather cur horoscope tv
აპრილი 06, 2020

დუეინ უეიდმა კარიერა დაასრულა

11:55 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 hits 254

37 წლის დუეინ უეიდის ლეგენდარული კარიერა NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩით დასრულდა, რომელშც „მაიამი ჰიტი“ „ბრუკლინ ნეტსთან“ 113:94 დამარცხდა. უეიდმა შეხვედრაში 25 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მაიამელებმა რეგულარულ სეზონში 39 მატჩი მოიგეს და 43 წააგეს, ამ შედეგით კი გუნდი პლეი-ოფის მიღმა დარჩა.

დუეინ უეიდი „მაიამი ჰიტმა“ 2003 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია. მან პირველივე სეზონში ფლორიდულ კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოაგებინა, 2012-13 წლებში კი ლებრონ ჯეიმსსა და ქრის ბოშთან ერთად კიდევ ორი ბეჭედი მოიგო.

კალათბურთელი თითო სეზონი ასპარეზობდა „ჩიკაგო ბულზსა“ და „კლივლენდ კავალიერსში“, შესაბამისად, 2016-17 და 2017-18 წლებში.

უეიდი All Star-ის 13 მატჩის მონაწილეა, 2006 წლის ფინალების MVP, 2008-09 წლების საუკეთესო მექულე და დაცვითი ხუთეულის სამგზის წევრი. მას უკანახაზელებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტი დაფარება აქვს შესრულებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]