weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ფავორიტთა წარმატება ევროპა ლიგაზე

10:23 პარასკევი, 12 აპრილი 2019 hits 964

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მეოთხედფინალური მატჩებით განახლდა UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირიც. ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრებში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს.

არსენალი-ნაპოლის ძლიერ წყვილად მიჩნეულ დაპირისპირებაში ლონდონელმა „მეთოფეებმა“ შინაურ კედლებში გვარიანი უპირატესობით მოიგეს. უნაი ემერის გუნდი 25-ე წუთისთვის უკვე ორი ბურთის სხვაობით უგებდა კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ ნეაპოლელებს. ანგარიში აღარც შეცვლილა და ერთი კვირის თავზე „არსენალი“ ნეაპოლს კიდევ უფრო გამოკვეთილი ფავორიტის რანგში ესტუმრება.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაირკვა ყველაფერი ვილიარრეალი-ვალენსიას ესპანურ ჯახში. გონსალო გედეშის სწრაფი გოლით დაწინაურებულ „ვალენსიას“ მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სანტი კასორლას პენალტით უპასუხეს, შეხვედრის ბედი კი დამატებულ წუთებზე დანიელ ვასისა და იმავე გედეშის გოლებით გადაწყდა.

უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ლისაბონის „ესტადიო და ლუშზე“, სადაც „ბენფიკამ“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის, ჟოაო ფელიქსის ჰეთ-თრიქით გატეხა კარგ ფორმაში მყოფი გერმანული კლუბი.

პრაღაში მატჩის მიწურულს გაიტანა გამარჯვების გოლი ლონდონის „ჩელსიმ“ და პრაქტიკულად გავიდა შემდეგ წრეში. მაურიციო სარის გუნდიდან თავი 86-ე წუთზე მიკელ ალონსომ გამოიჩინა.

არსენალი - ნაპოლი 2:0

ვილიარრეალი - ვალენსია 1:3

ბენფიკა - ფრანკფურტის აინტრახტი 4:2

სლავია - ჩელსი 0:1

ევროპა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები 18 აპრილს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]