weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიური ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო

11:17 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი იყო.

საინტერესოა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე ჩატარებული 5 მატჩი ისე მოიგო, მეტოქეებისთვის სეტიც კი არ დაუთმია.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებული, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი ვებლი სმიტი 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი მიყოლებით აჯობა კვალიფიკაციიდანვე გამოსულ ლატვიელ დანიელა ვისმანეს (6:3, 6:0), მე-4 რეიტინგის მქონე ესპანელ კრისტინა ბუკსას (6:3, 6:1), თანამემამულე სოფო შაფათავასა (6:2, 6:2) და კიდევ ერთ ესპანელ ნურია პარისას-დიასს – 6:2, 7:6 (7:5).

რაც შეეხება წყილთა თანრიგს, ფინალურ მატჩში ზემოტხსენებულმა სოფო შაფათავამ და ვებლი-სმიტმა ბოლქვაძესა და სლოვენიელ ნასტია კოლარს  მძიმე ბრძოლაში 6:1, 2:6, 11:9 მოუგეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]