weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭაბუკმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

10:19 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

კვიპროსის ქალაქმა ლიმასოლმა სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატს 12-14 აპრილს უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა ჯამში 3 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გოგონებში ახალგაზრდებს შორის ერთი მედალი მარიამ ცერცვაძემ მოიპოვა: +80 კგ წონით კატეგორიაში ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჭაბუკებს შორის საქართველოს ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ახალგაზრდებს შორის კი მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველთა მიერ აღებული მედლები ასე განაწილდა:

ჭაბუკები:

ჩემპიონი: კობა აკოფაშვილი (70 კგ)

II ადგილი: ანზორ სიდამონიძე (52 კგ), ვიტალი ქაქუთია (56 კგ), ელიზბარ თურქია (60 კგ), გიორგი ჩაგელიშვილი (87 კგ), საბა ინანეიშვილი (+87 კგ)

III ადგილი: ვახტანგ ტაბარუკიშვილი (56 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ)

ახალგაზრდები:

ჩემპიონი: გაგა ბახტიძე (68 კგ), თორნიკე გვიჭიანი (74 კგ)

II ადგილი: ომარ საური (100 კგ), ლევან ცარელაშვილი (+100 კგ)

III ადგილი: გიორგი მეხრიშვილი (48 კგ), გოგა ვარდოსანიძე (52 კგ), დიმიტრი კობაური (82 კგ), გოჩა ღვაჩლიანი (90 კგ)

გოგონები, ახალგაზრდები:

II ადგილი: მარიამ ცერცვაძე (+80 კგ)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]