weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაკარის რალი გაისად საუდის არაბეთში გაიმართება

12:59 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

პლანეტის ყველაზე ცნობილი და მასშტაბური რალი, წარსულში ცნობილი როგორც პარიზი-დაკარი, მომავალ წელს საუდის არაბეთში გაიმართება.

„აფრიკის მშვენიერ კონტინენტზე 30-წლიანი რბოლის შემდეგ 10 წელი მივუძღვენით სამხრეთ ამერიკას და ახლა აზიის დრო დადგა. გვჯერა, რომ მორიგი ლამაზი და დაუვიწყარი თავგადასავალი გველის“, - ნათქვამია დაკარის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

წლევანდელ დაკარს წლის დასაწყისში პერუმ უმასპინძლა. რიგით 41-ე რალი 5 კლასში ჩატარდა. გამარჯვებულები გახდნენ: ავტომობილი - ნასერ ალ ატია (ყატარი), მოტოციკლი - ტობი პრაისი (ავსტრალია), სატვირთო - ედუარდ ნიკოლაევი (რუსეთი), კვადროციკლი - ნიკოლას კავილიასო (არგენტინა), ყველგანმავალი - ფრანსისკო ლოპესი (ჩილე).

შეგახსენებთ, რომ პარიზი-დაკარის რალი 1978 წელს დაფუძნდა, 2006 წელს პარიზის ნაცვლად სტარტი ლისაბონი გახდა, 2008 წელს კი მავრიტანიის საფრთხის გამო რალი არ ჩატარდა, რის შემდეგაც შეჯიბრება 2009 წლიდან სამხრეთ ამერიკაში გადაიტანეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]