weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ავსტრალიელი მორაგბე ჰომოფობიური პოსტის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს

12:37 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იზრაელ ფოლაუ დიდ პრობლემად იქცა. ფოლაუმ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ განათავსა პოსტი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოყვა.

„გაფრთხილება! ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მრუშებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი გელით. მოინანიეთ. მხოლოდ იესო გადაგარჩენთ“.  - ეწერა 30 წლის მორაგბის პოსტში.

ავსტრალიის რაგბის კავშირმა იზრაელ ფოლაუსთან კონტრაქტი გაწყვიტა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მორაგბემ სერიოზულად დაარღვია პროფესიონალ მოთამაშეთა ქცევის კოდექსი, რაც გარანტირებულად იწვევს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

სკანდალური პოსტის შემდეგ იზრაელ ფოლაუმ განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია, რადგან ყველაფერი ღვთის ნებაა და მისთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება რწმენა, რაგბი კი მეორეხარისხოვანია.

ფოლაუს, რომელიც საკლუბო დონეზე „ვარატასის“ ღირსებას იცავს, „უოლაბების“ რიგებში 73 მატჩი აქვს გამართული და სამშობლოს საუკეთესო მორაგბეთა ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]