weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მეოთხედფინალები ინგლისური საფეხბურთო თრილერით დასრულდა

11:02 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ინგლისური საფეხბურთო კლუბებისთვის დამახასიათებელი უხვგოლიანობითა და დრამატული თრილერით გამოირჩეოდა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მეოთხედფინალური შეხვედრები, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საუკეთესო ოთხეული გაარკვია.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ იბრძოლა, გამარჯვებაც დაიმსახურა და შეხვედრაც მოიგო, თუმცა მაინც ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა, რადგან შეთხელებული შემადგენლობით მოთამაშე „ტოტენჰემმა“ იმ სასურველ შედეგს მიაღწია, რაც აწყობდა. მატჩი არანორმალურად დაიწყო და 11 წუთში უკვე 2:2 გახლდათ. მალე მასპინძელი „სიტი“ კვლავ წინ გავიდა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში „ქალაქელები“ კიდევ უფრო უტევდნენ, რათა დიდი ანგარიშით მოეგოთ და სერხიო აგუერომაც ჩვეულ სტილში აუღებელი დაურტყა უგო ლორისს. უკეთ მოთამაშე მანჩესტერელთა სიხარული კვლავ ნაადრევი გამოდგა, რადგან შეცვლაზე შესულმა ფერნანდო ლორენტემ საკამათო გოლით (მანჩესტერული მხარე ხელით თამაშზე აპელირებდა, რაც ვიდეორეფერიმ არ დაამოწმა) სხვაობა შეამცირა და გვარდიოლას კრებულს ისევ გაუჩინა თავსატეხი. შეხვედრის მიწურულს კულმინაცია რაჰიმ სტერლინგის გოლი გამოდგა, რამაც ტრიბუნები სიხარულისგან შეშალა, მაგრამ მყისვე თამაშგარე დაფიქსირდა და „სიტის“ იმედები მომავალ წლამდე გაქრა. „ბარსელონაში“ მუშაობის შემდეგ გვარდიოლამ კვლავ ვერ შეძლო პლეო-ოფის სტადიაზე თავისი გუნდის წარმატება, „ტოტენჰემი“ კი შორეული 1962 წლის შემდეგ პირველად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში, თუმცა მაშინდელი ჩემპიონთა თასი სხვა ფორმატის იყო. ლონდონური კლუბი ფინალის გზაზე ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება.

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემ ჰოტსპური 4:3

1:0 სტერლინგი (4) 1:1 სონი (7) 1:2 სონი (10) 2:2 ბ. სილვა (11) 3:2 სტერლინგი (32) 4:2 აგუერო (59) 4:3 ფ. ლორენტე (73).

შემტევი ტრიოს ხარჯზე მორიგი უხვგოლიანი შოუ დადგა იურგენ კლოპის „ლივერპულმა“, რომელმაც „პორტო“ მისავე მოედანზე იოლად დაამარცხა. მერსისაიდელებს გაცილებით რთული დაპირისპირება ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ ელით.

პორტო - ლივერპული 1:4

0:1 მანე (26) 0:2 სალაჰი (65) 1:2 მილიტაო (69) 1:3 ფირმინო (77) 1:4 ვან დეიკი (84).

 

ამ თემაზე:

„იუვენტუსის“ საშინაო მარცხი და „აიაქსის“ მორიგი ხმაურიანი გამარჯვება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]