weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ირანელ მოკრივეს ჰიჯაბის გარეშე გამოსვლის გამო სამშობლოში პატიმრობა ემუქრება

11:23 შაბათი, 20 აპრილი 2019

პირველმა ირანელმა მოკრივე ქალმა, სადაფ ხადემმა, რომელმაც საზღვარგარეთ ტიტულიც მოიგო, საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა. სპორტსმენი შიშობს, რომ მას სამშობლოში დააპატიმრებენ. საქმე იმაშია, რომ 24 წლის მოკრივე რინგზე ჰიჯაბის გარეშე გამოვიდა, რაც მისი შესაძლო დაპატიმრების მიზეზი შეიძლება გახდეს.

სადაფ ხადემი და მისი მწვრთნელი მაჰიარ მონშიპური ამჟამად საფრანგეთის ქალაქ პუატიეში იმყოფებიან. ანა შოვენთან გამარჯვების შემდეგ ისინი თეირანში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მონშიპური, რომელსაც საფრანგეთისა და ირანის მოქალაქეობა აქვს, ირანში ჩასვლასა და კრივის გაკვეთილების ჩატარებას აპირებდა, თავად ხადემი კი ირანის დედაქალაქში ფიტნესის მწვრთნელად მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლა 13 აპრილს გაიმართა და ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ირანელმა ქალმა მოკრივემ თავისი ქვეყნის გარეთ გამარჯვება შეძლო.

ირანიდან ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულია, თუმცა ქვეყნის ნაციონალურმა კრივის ასოციაციამ სადაფ ხადემთან კავშირი უკვე გაწყვიტა. ირანის კვირის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჰოსეინ სოორიმ განაცხადა, რომ ხადემი ირანში როგორც სპორტსმენი დარეგისტრირებული არ ყოფილა და ფედერაციის თვალსაზრისით, მისი გადაწყვეტილება პირად ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.

ირანელი ქალები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას, სპორტის სახეობის მიუხედავად, ყოველთვის ისლამური ჩაცმულობის წესი უნდა დაიცვან. ეს ნიშნავს, რომ ჭიდაობის, კრივის და ცურვის მსგავს სახეობებში ირანელ ქალებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

ცნობისთვის, თებერვალში კრივის საერთაშორისო ასოციაციამ თავისი წესები შეცვალა და ქალებს რელიგიური შეხედულებების გამო ჰიჯაბით გამოსვლის უფლება მისცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]