weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

14:56 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულ დონეზე ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მექსიკის ქალაქ სანტა ფეში მიმდინარე ტურნირის სასტარტო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 დამარცხდნენ, შემდეგ კი მასპინძლებს გაეჯიბრნენ და 3:2 (1:1, 1:0, 1:1) იმარჯვეს. შეხვედროს გმირი ალექსანდერ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.

24 აპრილს საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას ეთამაშება, 26-ში – ისლანდიას, 27-ში კი – ისრაელს. ქართველ ჰოკეისტთა უმთავრესი მიზანი მსოფლიო პირველობის II დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, სადაც საქართველო ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]