weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

ესპანეთის სუპერ თასი საუდის არაბეთში გაიმართება

14:55 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 hits 548

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს შემოღებული წესი კიდევ ერთხელ შეცვალა - ესპანეთის სუპერ თასის მფლობელი ამიერიდან მხოლოდ ფინალური მატჩით აღარ გაირკვევა და იგი ოთხთა ტურნირად იქცევა, თანაც მომდევნო 6 წლის მანძილზე გათამაშება საუდის არაბეთში გაიმართება.

როგორც ირკვევა, ესპანეთის სუპერ თასის მასპინძლობის სანაცვლოდ არაბული მხარე წელიწადში €30 მილიონს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლამდე ესპანეთის სუპერ თასზე ორმატჩიანი დაპირისპირება იმართებოდა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და სამეფო თასის მფლობელი ხვდებოდნენ. წინა წელს კი ფინალი ერთმატჩიანად გადაკეთდა და მას მაროკოს ქალაქმა ტანჟერმა უმასპინძლა.

2020 წლიდან ესპანეთის სუპერ თასი იანვარში ჩატარდება და ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნებს სამეფო თასის ფინალისტები დაემატებიან, ხოლო თუ ერთიდაიგივე გუნდების გამო გადაკვეთა დაფიქსირდება, უპირატესობა „კოპა დელ რეის“ ნახევარფინალისტებს მიენიჭებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]